დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

რიწა

„რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში ქართველი და აფხაზი პოეტების ნაწარმოებები იბეჭდებოდა.

1992-1993 წლებში საომარი მოქმედებების გამო ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა. 1994 წელს, აღდგენილი „რიწის“ შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ათვლის წერტილი, სახელად „ომი“ გაჩნდა. ომგამოვლილმა ჟურნალმა ფორმატი და პროფილი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეიძინა. ახალმა შემოქმედებითმა გუნდმა (რედაქტორი – გივი ბერაია) – განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე, ჟურნალი უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა. დევნილი ავტორების გვერდით იბეჭდებოდნენ ცნობილი კლასიკოსები: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, გურამ დოჩანაშვილი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, და სხვები. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი სრულიად გაემიჯნა 90-იან წლებში დამკვიდრებულ „სიძულვილის ენას“ და მხოლოდ სიყვარულის და შერიგების გზავნილი გახლდათ აფხაზი თანამოძმისთვის.  „რიწა“ ეხმიანებოდა ყველა იმ ფაქტსა და მოვლენას, რაც კი აფხაზეთის ირგვლივ ხდებოდა.

ჟურნალ „რიწის“ რედაქტორები გახლდნენ: ოთარ ჭურღულია, გიორგი სიჭინავა, გურამ ოდიშარია, გივი ბერაია, ზაურ კალანდია.

ჟურნალი 2010 წელს დაიხურა და მისი განახლება მხოლოდ 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თანადგომითა და დაფინანსებით მოხერხდა. ჟურნალს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი და გამოცდილი რედაქტორი ზაურ კალანდია. მისი რედაქტორობის წლებში „რიწაში“ არაერთი ექსკლუზიური, მაღალი მხატვრული ღირებულებების მატარებელი მასალა დაიბეჭდა. 

2020 წლის იანვრიდან „რიწის“ მთავარ რედაქტორად მწერალი ნანა ქარდავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის არსებობის ისტორიაში, პირველად ჰყავს ქალი რედაქტორი. 

ჟურნალი „რიწა“ ერთგულ მკითხველს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. გადადით
ლინკზე, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მიიღეთ ჟურნალი სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ორშაბათი, der 4. აპრილი 2022
by
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი. გთავაზობთ ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას წერილს: ჟურნალი „რიწა“ ლიტერატურული მიმართულებისაა, მაგრამ პოლიტიკურ სათქმელს ხელოვნების ენით ამბობს. მისი მრწამსი უცვლელია: _ მშვიდობა, თქვენდა! _ არა, ომს! ყველა ჩვენი ნომრის ძირითადი თემა სწორედ მშვიდობის უზენაესობის ჩვენებაა. როცა ზარბაზნები ქუხან _ მუზები დუმანო,[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 4. ნოემბერი 2021
by
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას ინიციატივით “რიწის” პრეზენტაცია აფხაზეთის სულიერების ცენტრში შედგა. ახალი ნომრის ძირითადი თემა ქართული ანბანია, რომლის გარეკანს მოქვის უნიკალური ოთხთავის ფოტო ამშვენებს. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. ჟურნალის[…]

ვრცლად
შაბათი, der 12. ივნისი 2021
by
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

12 ივნისს, ჩაის სახლში ჟურნალ "რიწის" 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის ახალი ნომრის თემაა: ექიმები, რომელშიც ამოიკითხავთ ძალიან საინტერესო მოგონებებს, გზას აფხაზეთიდან კოვიდ პანდემიამდე, ასევე ახალ ნომერში გაეცნობით დებიუტანტ, ახალგაზრდა ავტორებს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით[...]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 27. მაისი 2021
by
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2021 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2021 წლის 1-ლი ნომერი. გთავაზობთ რედაქტორის, ნანა ქარდავას წერილს: ნომრის თემაა ,,ექიმები და არამხოლოდ”, ამიტომაც ავტორები ძირითადად ექიმები არიან. დებიუტის რუბრიკაში იბეჭდებიან ახალგაზრდა ავტორები. ბევრია მკითხველთათვის კარგად ცნობილი ავტორი, ბევრიც პირველად იბეჭდება. ნომერში საინტერესო მხატვრობაა და ძალიან საინტერესო პუბლიცისტიკა, პროზა არ დაგტოვებთ გულგრილს. პოეზიაში განსაკუთრებით[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 25. თებერვალი 2021
by
ჟურნალი „რიწა“. იკითხეთ ელექტრონულ ფორმატში

ჟურნალი „რიწა“ 2020 წლის 1-ლი ნომერი  ნახვა ჟურნალი „რიწა“ 2020 წლის მე-2 ნომერი  ნახვა ჟურნალი „რიწა“ 2020 წლის მე-3 ნომერი  ნახვა

ვრცლად
ორშაბათი, der 15. თებერვალი 2021
by
ჟურნალ „რიწის“ სარედაქციო კოლეგიის სხდომა გაიმართა

15 თებერვალს ჟურნალ „რიწის“ სარედაქციო კოლეგიის სხდომა გაიმართა. მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ნანა ქარდავამ ავტორებს, განახლებული სარედაქციო კოლეგიის წევრები გააცნო. აგრეთვე სხდომაზე შეაჯამეს გასული წელი და განიხილეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა[...]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 30. დეკემბერი 2020
by
გამოიცა ჟურნალ “რიწის” 2020 წლის მე-3 ნომერი

გამოიცა ჟურნალ "რიწის" 2020 წლის მე-3 ნომერი. გთავაზობთ რედაქტორ ნანა ქარდავას წერილს: "დღეს გადმომცეს, სასიგნალო 2020, 3. ნომერი, რომ არა კორონა, ბევრს ვისაუბრებდით ამ ნომერზე, რომელშიც საუკეთესო მწერლები, კრიტიკოსი, ანალიტიკოსები და მხატვრები დავბეჭდე. თუ რამით ვიამაყებ ეს ნომერი იქნება. გარეყდა შავ-თეთრია და მასზე ეთერ სამხარაძისა და ტაიფ აჯბას[...]

ვრცლად
კვირა, der 26. ივლისი 2020
by
ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ქალაქ ბათუმში, ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ორ ქალაქს სოხუმსა და ბათუმს ეძღვნება. შეხვედრას აფხაზრთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის[...]

ვრცლად
შაბათი, der 2. მაისი 2020
by
რიწა 1 2020

ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ნანა ქარდავა: "მადლობელი ვარ მოლოცვებისთვის. გუშინ გამოვიდა ჟურნალ ,,რიწის" პირველი ნომერი, როგორ ველოდი და რამხელა გეგმები მქონდა! ყველაფერი გადაწია კორონამ, იმედია დროებით. მთავარია, რომ ზუსტად იმ ვადებში გამოვეცით, როგორც დავთქვით! და კიდევ უფრო მთავარია, რომ გამოვიდა დღეს - ზვიად გამახურდიას დაბადების დღეს! ჟურნალი ხომ მის[...]

ვრცლად