დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
ორშაბათი, der 8. აპრილი 2024
by
მიმდინარეობს განაცხადების მიღება „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაზე

მიმდინარეობს განაცხადების მიღება „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაზე. ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს (მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრი…) წარმომადგენლებზე მომზადებულ მხატვრულ თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია – გამოიცეს აფხაზეთის თემაზე ახალი, საინტერესო, აქტუალური და მრავალფეროვანი ლიტერატურა. ხელი შეეწყოს ახალბედა ავტორებს[…]

Read More
ხუთშაბათი, der 4. აპრილი 2024
by
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ ხელოვნების მეშვიდე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ რეზო ბულიას სახელობის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. ფესტივალში, როგორც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას.

Read More
ხუთშაბათი, der 21. მარტი 2024
by
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა გაიამრთა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა გაიამრთა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის მოსწავლეთა, ფერწერული და მოზაიკური ნამუშევრები.

Read More
ოთხშაბათი, der 20. მარტი 2024
by
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოზარდები ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ. ზემოაღნიშნულ აქტივობაში სამოცამდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. პროექტის დასასრულს მაღაზიათა ქსელმა მინისო • Miniso– მ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა. განსაკუთრებული მადლობა ილუზიების მუზეუმი მასპინძლობისთვის.

Read More
სამშაბათი, der 12. მარტი 2024
by
მიმდინარეობს განაცხადების მიღება „აფხაზეთის სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სპორტულ და ახალგაზრდულ  საქმეთა ღონისძიებების“  ხელშეწყობის  პროგრამაზე. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის  მისაღებად დაფინანსება/თანადაფინანსებას, ახალგაზრდული ღონისძიებების-ჩატარება/ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტურნირების, სხვადასხვა ახალგაზრული[…]

Read More