დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
სამშაბათი, der 6. აპრილი 2021
by
სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის სერთაშორისო დღე

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით 6 აპრილს "სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის" სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალათბურთის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასი ცნობილმა ქართველმა კალათბურთელებმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და სერგო ათუაშვილმა ჩაატარეს. მათ ახალგაზრდებს თავის გამოცდილება გაუზიარეს. 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი[...]

Read More
სამშაბათი, der 6. აპრილი 2021
by
ამ წელირით ვემშვიდობებით ბატონ გურამ დოჩანაშვილს

თანამედროვე ქართული ლიტერატურის კორიფე გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი გურამის ნაწარმოებებისა თუ წერილების ეკსკლუზიურად დაბეჭდვას ნებისმიერი გამომცემლობა თუ ჟურნალ-გაზეთი ისურვებდა (ინატრებდა კიდეც). 2010 წელს ბატონ გურამს ჩვენი ჟურნალი "იალქანი" წაუკითხავს და ჩვენდა მოულოდნელად და გასახარად წერილიც გამოგვიგზავნა. ამ წელირით ვემშვიდობებით ბატონ გურამს, რომელსაც დღეს საბურთალოს სასაფლაოზე[...]

Read More
კვირა, der 21. მარტი 2021
by
პროექტი “მოდა საზღვრების გარეშე”

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში. 2021 წელს 21 მარტის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ. პანდემიამ თითოეულ ჩვენგანს ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშნელოვანია კავშირი საზოგადოების[...]

Read More
პარასკევი, der 12. მარტი 2021
by
კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ალექსი თოდუა საქართველოს ჩემპიონი გახდა

გურჯაანში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ალექსი თოდუამ, საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ულოცავს ალექსის ჩემპიონობას და უსურვებს წარმატებულ სპორტულ კარიერას.

Read More
ორშაბათი, der 8. მარტი 2021
by
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სფეროში მოღვაწე ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, კულტურის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ხელოვან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში ხელოვან ქალბატონებს აზა ბასლანიძეს, მზია აკობიას, ია მაისაიას, ნაირა მარშანიას, ნათელა ბერიკაშვილს, დალი ლაკერბაიას, თინა ბაბლიძეს, მანანა ბურბუთაშვილს, დოდო ნარმანიას, ნანა ჭურღულიას, ირმა ოსიას (კინწურაშვილი), ლეილა ბაღბაიას და ლიანა[...]

Read More