დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
ოთხშაბათი, der 22. ივნისი 2022
by
„ევროპული არდადეგები“ 2022 დაიწყო!

პირველი შეხვედრა 21 ივნისს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. 2022 წლის „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ ილია ჭავჭავიძის მოღვაწეობის მნიშვნელოვან[…]

Read More
სამშაბათი, der 14. ივნისი 2022
by
„ ამბები აფხაზეთიდან“ თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარეობს საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“. რიგით მეოთხე შეხვედრა ქალაქ თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

Read More
პარასკევი, der 10. ივნისი 2022
by
მესტიაში მცხოვრები აფხაზეთდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სპექტაკლის „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ჩვენება მოეწყო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქემთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია სპექტაკლით „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.   ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ერთ-ერთი წარმატებული პიესაა, რომელიც გამოირჩევა მაყურებლის სიმპათიით. სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრია,[…]

Read More
სამშაბათი, der 7. ივნისი 2022
by
საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ ინიცირებული საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება. შეხვედრების ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ისტორიული და კულტურული კონტექსტი. საუბრის დასასრულს ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულს სააგენტოსგან სიმბოლური[…]

Read More
ორშაბათი, der 6. ივნისი 2022
by
აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა

აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა. ლაშქრობა ძამას ხეობაში გაიმართა, სადაც სკაუტური ორანიზაციის მხარდაჭერით, სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები ჩატარდა. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას: ლაშქრობისთვის საჭირო და[…]

Read More