დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
ოთხშაბათი, der 10. მაისი 2023
by
ჟურნალ „იალქნის“ შეხვედრა წყალტუბოში

წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის ბიბლიოთეკასა და ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ჟურნალ „იალქნის“ მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ჟურნალის „იალქნი“ და „საკოკროჭინოს“ მიხედვით მინი სპექტაკლი და სხვადასხვა სახის ილუსტრაციები წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს, დევნილ ახალგაზრდებს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. „იალქნის“ მკითხველებთან შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აფხაზეთის კულტურის,[…]

Read More
ორშაბათი, der 8. მაისი 2023
by
ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ფესტივალი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და ათი სარაგბო გუნდი. შეკრების პარალელურად ახალგაზრდებმა მოინახულეს ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, როგორიცაა: ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და რაბათის ციხე.[…]

Read More
ორშაბათი, der 8. მაისი 2023
by
საიუბილეო საღამო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში, ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“ – ის საიუბილეო საღამო გაიმართა. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც სიმებიან ორკესტრთან ერთად შეასრულეს მსოფლიო და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების ნამუშევრები.

Read More
ოთხშაბათი, der 3. მაისი 2023
by
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეა. არტ-გალერეა განკუთვნილია სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის: გამოფენები, ლიტერეტურული საღამოები, კონფერენციები, პრეზენტაციები. საგამოფენო დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 68ა. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: Info@csya.ge ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

Read More
პარასკევი, der 28. აპრილი 2023
by
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2023 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2023 წლის 1-ლი ნომერი. ჟურნალის „რიწა“ და სააგენტოს მიერ გამოცემული შემეცნებითი ლიტერატურის შეძენას ექსკლუზიურად, მხოლოდ შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში შეძლებთ. თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ. აგრეთვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით https://bit.ly/3EhercP

Read More