0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
20-23 მაისს უკრაინაში, ლუცკში ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა. კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ნაკრების წევრი, აფხაზეთიდან დევნილი ნიკოლოზ პერტაია, რომელმაც პირველი, საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
Read Moreაფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობენ. პირველი ადგილის მფლობელი აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა, შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის[...]
Read More„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით 20 მაისს, მზიურის პარკში „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით. ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით[...]
Read Moreაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით გამართული იური ძიძიგურის სახელობის საკალათბურთო ტურნირი დასრულდა. აფხაზეთის ღია პირველობაში შეჯიბრი 20 პრილს დაიწყო და სამი დღის განავლობაში მიმდინარეობდა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს გუნდები: ქუთაისი და ვინგზი დაუპირისპირდნენ, თამაში ანგარიშით 44:47 ვინგზის გამარჯვებით[...]
Read Moreკულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი, მწერალი ნანა ქარდავა, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლას ეწვია და აფხაზეთის მე-6, მე-7, მე-12, და 21-ე სკოლის მოსწავლეებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ისაუბრეს და განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი[...]
Read More