დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
ორშაბათი, der 24. ოქტომბერი 2022
by
თბილისში მოყვარულთა შორის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა

 მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მოყვარულთა შორის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა.  აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოყვარული ჩოგბურთელები.  ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო.  ჩემპიონატში გამარჯვებულები თასითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

Read More
ორშაბათი, der 24. ოქტომბერი 2022
by
საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით  და აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე. საცხენოსნო შეჯიბრების გამართვა მიზნად ისახავს ამ უძველესი სპორტის სახეობის მეტ პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირდებას. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

Read More
“გუმბათი” “მომავლის ვარსკვლავების” გამარჯვებული გახდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი – “მომავლის ვარსკვლავები” საქართველოს ხელოვანთა კავშირის, “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.

Read More
ხუთშაბათი, der 13. ოქტომბერი 2022
by
„ ამბები აფხაზეთიდან“ 30-ე საჯარო სკოლაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარეობს საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“. რიგით მეშვიდე შეხვედრა ქალაქ თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

Read More
ორშაბათი, der 10. ოქტომბერი 2022
by
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა. ახალგაზრდებმა დედაენის ბაღში, ცნობილ ქართველ მხატვართან ზურაბ გომელაურთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. ზურაბ გომელაურის თბილ ტონებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებს, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ. აქ ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს, ცოტაოდენ მისტიკას და[…]

Read More