დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
ორშაბათი, der 10. ივლისი 2023
by
ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ

პროექტის „ნორჩი ფეხბურთელები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. მატჩამდე კი, შეკრების მონაწილეები ბათუმის[…]

Read More
ოთხშაბათი, der 5. ივლისი 2023
by
საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ

საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ. აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში გუნდის მშენებლობის, კრეატიული აზროვნების და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება, როგორიცაა ლიდერობა, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება, სოციუმში თვითდამკვიდრება, კარიერული განვითარების სწორი დაგეგმვა და ა.შ.

Read More
ორშაბათი, der 3. ივლისი 2023
by
დევნილი ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს დაესწრნენ

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, იმერეთის რეგონში მცხოვრები 150 დევნილი ახალგაზრდა და საზაფხულო სპორტული შეკრების მონაწილე, „ნორჩი ფეხბურთელები“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც პორტუგალია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

Read More
შაბათი, der 1. ივლისი 2023
by
საზაფხულო სპორტული შეკრება დაიწყო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დაიწყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელწოდებით, „ნორჩი ფეხბურთელები“. პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი ოცხადუთი ახალგაზრდა იღებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში „სფფ – აკადემია რუხიში“ საზაფხულო სპორტული შეკრებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც უკვე მესამე წელია[…]

Read More
სამშაბათი, der 27. ივნისი 2023
by
სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმრო „საქართველოში“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და „პლაზმა პლატფორმის“ ინიციატივით სასტუმრო „საქართველოში“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგა. დადგმის შინაარსობრივი მიზანი მისივე ლოკაციის, სასტუმრო „საქართველოს“ ისტორიული კონტექსტის ხელმეორედ გააზრებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქართულ – აფხაზური ურთიერთობებს. სამნაწილიან ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში „ საღამოს სიმღერა. რა კარგია! Check out” სხეულის ენით გადმოცემულია[…]

Read More