ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
რედაქტორი ქალბატონი ნანა ქარდავა:
“ამ ნომრის თემაა “სიმღერა ქუთაისზე”. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნომერში საუკეთესო ავტორებს შეხვდებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ამ თვალსაჩინო ქალაქში მოღვაწეობენ. ასევე რუბრიკაში “დებიუტი” წაიკითხავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ხასიათის პუბლიცისტიკას. რასაკვირველია მხატვარიც საგანგებოდ შევარჩიეთ. რომეო ლეკვეიშვილი აფხაზეთიდან დევნილია. იგი ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ყდას მისი შემოქმედება ამშვენებს “ომის შემდეგ კოჩარაში”- ასე ქვია ამ ტილოს.
ბედნიერი ვარ წარმოგიდგინოთ ჟურნალი, რომელიც ჩემი დაბადების წელს გამოცემულა პირველად. ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისს- ჩემ საყვარელ ქალაქს ვუძღვნი ამ ნომერს.”