დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

“კალიგრაფიის საშობაო სახელოსნო“ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის
ორშაბათი, der 21. ნოემბერი 2022
by

“კალიგრაფიის საშობაო სახელოსნო“ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გთავაზობთ პროექტს  „კალიგრაფიის საშობაო სახელოსნო“  აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების,18 წლამდე წევრებისთვის.
თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავსე პროცესი ორი კვირით გაგრძელდება, 6 შეხვედრას გაუძღვებიან კალიგრაფები: ლეილა ბაღბაია და  ანა მჭედლიძე. კალიგრაფიის ხელოვნების ისტორიულ სამყაროში კი ნესტან ბაგაური გამოგზაურებთ.
კალიგრაფიის საშობაო სახელოსნოში მოზარდები დაიწყებენ წერას და თანდათან ანბანში გააცოცხლებენ საყვარელი ადამიანების სახელებს, საშობაო ფრაზებს, შედეგად კი შესაძლებელი გახდება უნიკალური და ორიგინალური სუვენირებისა თუ საჩუქრების მომზადება.
„კალიგრაფიის საშობაო სახელოსნოში“  მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, (ადგილები შეზღუდულია).  👉http://gecalligraphers.com/sashobao/
 ყოველი შეხვედრისას ახალგაზრდებისათვის გაცოცხლდება ამბები ქართული ანბანისა და კალიგრაფიის შესახებ.
კალიგრაფიის საშობაო სახელოსნოს მონაწილე ახალგაზრდები სახელოსნოში მომზადებული საჩუქრებით,  ნაძვის ხის სათამაშოებითა  და საგანგებოდ შეძენილი ნაძვის ხით ესტუმრებიან თანატოლებს, მიუსაფარ ბავშვთა სახლში.
მოზარდები თავიან თანატოლებთან ერთად მორთავენ ნაძვის ხეს  ანბანის ფერებითა და თემატიკით. სამახსოვროდ დაუტოვებენ უნიკალურ საჩუქრებს. ეს კი დამატებითი შესაძლებლობა იქნება, ახალმა თაობამ ერთმანეთს გაუზიაროს მოსაზრებები ქართულ ანბანზე, კალიგრაფიასა და აფხაზეთზე.

Share: