0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. ერთგულ მკითხველებს „რიწა“ ახალმა რედაქტორმა, ინა არჩუაშვილმა წარუდგინა. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. განახლებული „რიწა“ მეტად საინტერესო რუბრიკების ქვეშ დღესაც აერთიანებს ქართველ და აფხაზ პოეტებს.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომში, გარდაბანსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმამდე. გამოფენის კურატორი ცნობილი ფოტოგრაფი სტივ ლაზარიდისი გახლდათ, რომელმაც ბავშვები სახელგანთქმული არტისტის ბენქსის სამყაროში[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის,სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” ელჩი გახდა. ერთობლივი ძალისხმევით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში თანამედროვე ბიბლიოთეკები მოეწყობა.
ვრცლადრუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საანგარიშო ღონისძიება „აფხაზეთისთვის“ გაიმართა. გალა-კონცერტში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას[…]
ვრცლადილია ჭავჭავაძის სახელობის მემორიალურ მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტია, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ,[…]
ვრცლადსენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის, „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს 400- მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ესწრებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ მოხუცებულთა პანსიონატის ბენეფიციარებს ესტუმრნენ, მათ შობა-ახალი წელი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრას სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ესწრებოდნენ.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. ბავშვებს თეატრმა ო. ჰენრის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი – “მოგვთა საჩუქარი” წარუდგინა. სპექტაკლის დასრულების შემდგომ სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ვრცლადსაახალწლო სოფელში ანსამბლ „გუმბათის“ კონცერტი გაიმართა. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ „დედაენის ბაღში“ მოწყობილ საახალწლო სოფელში, პატარა მსმენელების წინაშე წარდგა. ანსამბლის მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ხოლო პატარების განწყობაზე ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ.
ვრცლად