დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სიახლეები
სამშაბათი, der 21. დეკემბერი 2021
by
პროექტის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

 მწერალთა სახლში  ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის „მოყევი აფხაზეთზე“  პრეზენტაცია შედგა. კრებულში 10 ფინალისტი მოსწავლის ათი ამბავი შეივიდა, საიდანაც ჟიურის წევრებმა ორი გამარჯვებული გამოავლინეს: ონისე თირქია და თამარ აქუბარდია. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ მწერალთა[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 21. დეკემბერი 2021
by
სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“, მონაწილეებს შეხვდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“, მონაწილეებს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას ოცამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა იღებს. პროექტის[…]

ვრცლად
კვირა, der 19. დეკემბერი 2021
by
ბორჯომში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. დევნილ ბავშვებს ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა სპექტაკლით “რაპუნცელი”. ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი/Borjomi State Puppet Theatre

ვრცლად
სამშაბათი, der 7. დეკემბერი 2021
by
სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ”თეთრი ტალღა”/ Tetri Talga – ს სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო“ გაიმართა, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის, „ჰელადოსი“ და გურამ ოდიშარიას რომანის, „სოხუმში დაბრუნება“- მიხედვით იყო წარმოდგენილი. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, კულტურის, სპორტის და[…]

ვრცლად
გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” პრემიის მფლობელი გახდა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” მე-2 პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი – “მომავლის ვარსკვლავები” საქართველოს ხელოვანთა კავშირის, “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება, რომელიც 10 დეკემბერს დასრულდება. ფესტივალს, ხელოვანთა კავშირის ხელმძღვანელი, ნინო კუპატაძე[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 24. ნოემბერი 2021
by
ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში, ნანა ხეცურიანის პერსონალურ გამოფენა, „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ” გაიმართა

24 ნოემბერს, ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში, ნანა ხეცურიანის პერსონალურ გამოფენა, „კულტურული მემკვიდრეობის კვალდაკვალ” გაიმართა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მხატვრის მრავალფეროვანი, 200-მდე ნამუშევარი, მათ შორის ფერწერული ტილოები, გობელენები, აქსესუარები, ხელით ნამუშევარი სამოსელი. ხელოვანი და შემოქმედი აფხაზეთიდან, ნანა ხეცურიანი 20 წელია მუშაობს ქართულ ორნამენტებზე, მოზაიკასა და ფერწერაზე.

ვრცლად
ორშაბათი, der 8. ნოემბერი 2021
by
აჭარაში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” მეორე ეტაპი გაიმართა

5-7 ნოემბერს, აჭარაში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” მეორე ეტაპი გაიმართა, სადაც ფინალისტები ორი დღის განმავლობაში ახალ ლიტერატურულ ტექსტებზე მუშაობდნენ. წერით სესიას წინ უძღოდა ჟიურის წევრების, თანამედროვე ქართველი ავტორების შორენა ლებანიძის, ნინია სადღობელაშვილისა და ირაკლი შამათავას ვორქშოპი. შემოქმედებით ტურში, მოსწავლეებმა ჟიურის წევრებთან ერთად სამი დღე არაფორმალურ გარემოში გაატარეეს და[…]

ვრცლად
კვირა, der 7. ნოემბერი 2021
by
თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით 5-7 ნოემბერს თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა. სააგენტოს მხრიდან მსგავსი ტურნირების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს სპორტის სხვადასხვა[…]

ვრცლად
შაბათი, der 6. ნოემბერი 2021
by
ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ფინალისტების წერითი სესია შავი ზღვის პირას.

ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ფინალისტების წერითი სესია შავი ზღვის პირას. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia-ს ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 4. ნოემბერი 2021
by
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას ინიციატივით “რიწის” პრეზენტაცია აფხაზეთის სულიერების ცენტრში შედგა. ახალი ნომრის ძირითადი თემა ქართული ანბანია, რომლის გარეკანს მოქვის უნიკალური ოთხთავის ფოტო ამშვენებს. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. ჟურნალის[…]

ვრცლად