0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება. რიგით მერვე შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ვრცლადმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მოყვარულთა შორის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოყვარული ჩოგბურთელები. ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონატში გამარჯვებულები თასითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე. საცხენოსნო შეჯიბრების გამართვა მიზნად ისახავს ამ უძველესი სპორტის სახეობის მეტ პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირდებას. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი – “მომავლის ვარსკვლავები” საქართველოს ხელოვანთა კავშირის, “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარეობს საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“. რიგით მეშვიდე შეხვედრა ქალაქ თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა. ახალგაზრდებმა დედაენის ბაღში, ცნობილ ქართველ მხატვართან ზურაბ გომელაურთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. ზურაბ გომელაურის თბილ ტონებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებს, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ. აქ ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს, ცოტაოდენ მისტიკას და[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, სოსო დოლიძისა და ვალერი ოთხოზორიას პროექტის – „ახალი დროების ძიებაში“ ფოტოგამოფენა მიმდინარეობს. ფოტო-ტექსტური პროექტი, დევნილ ადამიანებში იდენტობის ძიების პროცესს ეძღვნება. 6 თვის განმავლობაში ფოტოგრაფმა სოსო დოლიძემ და დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ სიღრმისეულად გამოკითხეს 30-მდე დევნილი პიროვნება. გამოფენისთვის[…]
ვრცლადთბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულა.
ვრცლადგანმუხურში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტები პროექტის დაასკვნით ეტაპზე ერთ წიგნად გამოიცემა. ლიტერატურული კონკურსის „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები მთელი საქართველოდან. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე დასახელდა საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავე და ტურნირის აღმოჩენა. აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში[…]
ვრცლად