დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სიახლეები
პარასკევი, der 24. მარტი 2023
by
დაუნის სინდრომის მსოფლიო კვირეული

დაუნის სინდრომის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები სელფის მუზეუმს ეწვივნენ. მადლობა Museum of Selfies Tbilisi მხარდაჭერისთვის და კომპანია PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი სასაჩუქრე ნაკრებებისთვის.

ვრცლად
ორშაბათი, der 20. მარტი 2023
by
აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

  აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდჭერით ქართული თეატრის კვირეულის ფარგლებში, ინდოეთში, ქალაქ აგრასა და ჯაიპურში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა “გაგრიდან აგრამდე” გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 20. მარტი 2023
by
საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე. საცხენოსნო შეჯიბრების გამართვა მიზნად ისახავს ამ უძველესი სპორტის სახეობის მეტ პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირდებას.

ვრცლად
პარასკევი, der 17. მარტი 2023
by
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე, რედაქტორმა, ქალბატონმა ნანა ქარდავამ წარადგინა. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 15. მარტი 2023
by
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გამოფენა გიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „იმედის“ ინიციატივით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, იძულებით გადაადგილებული, კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების და ახალგაზრდა გოგონების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ვრცლად
ორშაბათი, der 13. მარტი 2023
by
გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ფერების ზღვა“

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ფერების ზღვა“. გალერეაში წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა ქალბატონების: ესმა არღვლიანის, მარიამ აქუბარდიას, თამარ გითოლენდიას, ქეთევან ეფაძის, ნინო ჭედიას, ფლორა ჩხოტუას, თეკლა ჯუღელის, და ნანა ესიავას – პერსონალური ნამუშევრები. აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 13. მარტი 2023
by
აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დალი ჯონჯუა, გულიადა ჭკადუა, მედეა კორსანტია, ვენერა რურუა, მანანა ბიგვავა, მარი ჟღენტი, ჯულიეტა მირცხულავა, ეკატერინე შუკვანი, სვეტლანა კვიკვინია და ციალა კოპალიანი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზეთის თემატიკის[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 27. თებერვალი 2023
by
საქართველოს ეროვნულ არქივში საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნანა ქარდავას საჯარო ლექცია გაიმართა.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 22. თებერვალი 2023
by
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ქვეპროგრამა გულისხმობს  იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი,          კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი ) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც            აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ. დაფინანსების მიმღები სუბიექტი  შეიძლება იყოს  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2023 წლის 01[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 20. თებერვალი 2023
by
სააგენტოს მიერ გამოცემული ლიტერატურა შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში

სიახლე ექსკლუზიურად, მხოლოდ შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში შეძლებთ შეიძინოთ, სააგენტოს მიერ გამოცემული , გამორჩეული დიზაინისა და თავგადასავლების მქონე საბავშვო და არამარტო საბავშვო ლიტერატურა და შემეცნებითი ჟურნალები: ჟურნალი „რიწა“ ჟურნალი „იალქანი“ “ბარათები ჩვენი სანაპიროდან“ „ხატულა ლექსები“ „საკოკროჭინო“ შეძენა შეგიძლიათ, როგორც შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში: თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ აგრეთვე შეგიძლიათ[…]

ვრცლად