0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე[…]
ვრცლადმიმდინარეობს განაცხადების მიღება „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაზე. ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს (მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრი…) წარმომადგენლებზე მომზადებულ მხატვრულ თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია – გამოიცეს აფხაზეთის თემაზე ახალი, საინტერესო, აქტუალური და მრავალფეროვანი ლიტერატურა. ხელი შეეწყოს ახალბედა ავტორებს[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ რეზო ბულიას სახელობის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. ფესტივალში, როგორც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას.
ვრცლადდაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა გაიამრთა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის მოსწავლეთა, ფერწერული და მოზაიკური ნამუშევრები.
ვრცლადდაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები ილუზიების მუზეუმს ეწვივნენ. ზემოაღნიშნულ აქტივობაში სამოცამდე ბენეფიციარი იღებდა მონაწილეობას. პროექტის დასასრულს მაღაზიათა ქსელმა მინისო • Miniso– მ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა. განსაკუთრებული მადლობა ილუზიების მუზეუმი მასპინძლობისთვის.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად დაფინანსება/თანადაფინანსებას, ახალგაზრდული ღონისძიებების-ჩატარება/ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტურნირების, სხვადასხვა ახალგაზრული[…]
ვრცლადქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხულის ფერები“. გალერეაში წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა ქალბატონების: ლელა შარაბიძის, რიტა შამუგიას და მარიამ ბერძენიშვილის – პერსონალური ნამუშევრები. აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი, ხელოვანი ქალების მხარდაჭერას და მათ[…]
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. პროგრმა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა…) გაძლიერებას, აფხაზური კულტურის[…]
ვრცლადქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონები დაჯილდოვდნენ. მონაწილეებს ტრადიციულად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ზემოაღნიშნული კამპანია ყოველწლიურ სახეს ატარებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
ვრცლადაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ქვეპროგრამა გულისხმობს იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ. დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული[…]
ვრცლად