დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

Posts by: csya
შაბათი, der 6. ნოემბერი 2021
by
ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ფინალისტების წერითი სესია შავი ზღვის პირას.

ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” ფინალისტების წერითი სესია შავი ზღვის პირას. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia-ს ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 4. ნოემბერი 2021
by
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას ინიციატივით “რიწის” პრეზენტაცია აფხაზეთის სულიერების ცენტრში შედგა. ახალი ნომრის ძირითადი თემა ქართული ანბანია, რომლის გარეკანს მოქვის უნიკალური ოთხთავის ფოტო ამშვენებს. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. ჟურნალის[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 26. ოქტომბერი 2021
by
სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღომო გაიმართა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ჯანო ჯანელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღომო გაიმართა.  ჯანო ჯანელიძე აფხაზეთის დამსახურებული არტისტი და პოეტი გახლდათ, რომელიც 1992 -2004 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პოზიციას იკავებდა.  საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს ჯანო ჯანელიძის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 25. ოქტომბერი 2021
by
პროექტ „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით 22 ოქტომბერს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, პროექტ „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტის „ქსოვილის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში 18- დან 55 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა ქვილთის ხუთი ძირითადი ტექნიკა შეისწავლეს და ამ ტექნიკის გამოყენებით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.  „ქვილთი“ უძველესი ტექნიკაა,[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 18. ოქტომბერი 2021
by
ხონისა და წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში “უბნის ჩემპიონატი” გაიმართა

კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივით 16-17 ოქტომბერს ხონისა და წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში “უბნის ჩემპიონატი” გაიმართა. აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მაგიდის ჩოგბურთის, როგორც მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.

ვრცლად
პარასკევი, der 15. ოქტომბერი 2021
by
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა

14 ოქტომბერს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა. ახალგაზრდები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ და ქართველ მხატვარ მარიამ აქუბარდიასთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. პროექტი ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის უკვე მეორე წელია ტარდება. მონაწილეების მიერ შესრულებული ფერწერული[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 5. ოქტომბერი 2021
by
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია!

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია! ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ სამკაციანმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მწერლები შორენა ლებანიძე, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი შამათავა ფინალური ტურის მონაწილე 10 მოსწავლე გამოავლინა: 1. თათია ინჯგია; 2. ლიზი ჯავახაძე; 3. ონისე თირქია; 4. მარიამ დარციმელია; 5. ანა შეწირული; 6. ქეთევან ხუნწარია;[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 27. სექტემბერი 2021
by
ბათუმში „ევროპული არდადეგების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში გაერთიანების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროპულ[…]

ვრცლად
კვირა, der 26. სექტემბერი 2021
by
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს ​ აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები მთელი საქართველოდან. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, ასევე დასახელდა საუკეთესო ტექნიკური[…]

ვრცლად
კვირა, der 26. სექტემბერი 2021
by
პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება!

პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება! შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბათუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები იღებდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახალგაზრდებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან[…]

ვრცლად