ხონისა და წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში “უბნის ჩემპიონატი” გაიმართა
კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივით 16-17 ოქტომბერს ხონისა და წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში “უბნის ჩემპიონატი” გაიმართა.
აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მაგიდის ჩოგბურთის, როგორც მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.