წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა პროექტი სახელწოდებით, „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“, სადაც მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობებს, მათ შორის მინი ფეხბურთის ტურნირს. ტურნირის შემდგომ ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ სარედაქციო ჯგუფმა ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ახალი ნომერი წარუდგინეს და საჩუქრად ჟურნალებთან ერთად, სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული, აფხაზეთის თემატიკის ფაზლები გადასცეს.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ ახალგაზრდებს საჩუქრად სიმბოლური პრიზები გადაეცათ.