პროექტის „სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთ სააგენტოს ორგანიზებით ქალაქ ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლი გაიმართა.
ბავშვებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა და ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექკატლით “მიყვარხარ..მიყვარხარ..მიყვარხარ..”
წარსდგა.
სპექტაკს აფზახეთიდან დევნილი ასამდე ბავშვი დაესწრო, რომელთაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და კომპანია ” კარფურის” ერთობლივი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე და აფხაზეთის ავტონომიური, რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.