აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, ლიკა კვარაცხელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კომპაქტურ ჩასახლებებში ესტუმრა და ახალგაზრდებს თოვლის ბაბუასთან ერთად საახალწლო საჩუქრები და ნუგბარი გადასცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საახალწლო საჩუქრები მთელი საქართველოს მაშტაბით ეტაპობრივად დარიგდება და მას, როგორც აფხაზეთიდან დევნილი შშმ ბავშები, აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები მიიღებენ.