აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს შორის გამართული უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.
საპრიზო პირველი ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოიპოვა.
მეორე და მესამე ადგილები კი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა დაიკავა.
საფეხბურთო ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამარჯვებული გუნდები კი, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.