კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით 6 აპრილს “სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის” სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალათბურთის მასტერკლასი გაიმართა.
მასტერკლასი ცნობილმა ქართველმა კალათბურთელებმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და სერგო ათუაშვილმა ჩაატარეს. მათ ახალგაზრდებს თავის გამოცდილება გაუზიარეს.
2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს.
ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებით ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და ვერთვებით „თეთრი ბარათის“ („#WhiteCard“) კამპანიაში, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს – 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორის დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.