სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე, რედაქტორმა, ქალბატონმა ნანა ქარდავამ წარადგინა.
ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს.
წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე, ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა.
განახლებული „რიწა“ მეტად საინტერესო რუბრიკების ქვეშ დღესაც აერთიანებს ქართველ და აფხაზ პოეტებს.