სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის, „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ ჩვენება გაიმართა
სენაკში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის, „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლს 400- მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ესწრებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.