29 ივლისს „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ და „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორია“ აფხაზეთიდან დევნილ 17 დან 22 წლამდე გოგონებს შემეცნებით მასტერკლასს გთავაზობთ თემაზე: „ როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ“.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცემათ.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.