„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია რუხში“ საზაფხულო სპორტული შეკრება დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელწოდებით, „ნორჩი ფეხბურთელები“.
პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი ოცხადუთი ახალგაზრდა იღებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში „სფფ – აკადემია რუხიში“ საზაფხულო სპორტული შეკრებაში იღებენ მონაწილეობას. საფეხბურთო წვრთნებს ახალგაზრდებს, კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სპორტსმენებს მრავალპროფილური გამოკვლევები ჩაუტარდათ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით კი, შეკრების პარალელურად მოზარდები საქართველოს რამდენიმე კუთხეს ეწვევიან და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ.