დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
სამშაბათი, der 19. აპრილი 2022
by

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული ნომრის ძირითადი გზავნილი მშვიდობის უზენაესობის ჩვენებაა, ხოლო მისი თემაა: „ – არა, ომს!“.
ჟურნალი გაფორმებულია ლადო ფოჩხუას ნამუშევრებით, გამოცემაში კი შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.
ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომრის პრეზენტაციაზე, რომელიც რედაქტორმა და მწერალმა ქალბატონმა ნანა ქარდავამ წარადგინა, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, ქართულ-აფხაზერი ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია და ჟურნალის როლზე აღნიშნულ პროცესში.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.
ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, მწერლები, პოეტები და ჟურნალის ერთგული მკითხველები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“.

Share: