საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში
ხაშურში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ლუკა ღვინჯილიამ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ღვინჯილია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ვულოცავთ ლუკას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ სპორტულ კარიერას.