საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ ინიცირებული საპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება.
შეხვედრების ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი თბილისის 146-ე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ისტორიული და კულტურული კონტექსტი.
საუბრის დასასრულს ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულს სააგენტოსგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.