სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმრო „საქართველოში“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და „პლაზმა პლატფორმის“ ინიციატივით სასტუმრო „საქართველოში“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგა.
დადგმის შინაარსობრივი მიზანი მისივე ლოკაციის, სასტუმრო „საქართველოს“ ისტორიული კონტექსტის ხელმეორედ გააზრებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქართულ – აფხაზური ურთიერთობებს.
სამნაწილიან ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში „ საღამოს სიმღერა. რა კარგია! Check out” სხეულის ენით გადმოცემულია სხვადასხვა თაობის ქალების კულტურათა შორის დიალოგი, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა საზოგადოებაში.