ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი ნანა ქარდავა:
“მადლობელი ვარ მოლოცვებისთვის. გუშინ გამოვიდა ჟურნალ ,,რიწის” პირველი ნომერი, როგორ ველოდი და რამხელა გეგმები მქონდა! ყველაფერი გადაწია კორონამ, იმედია დროებით. მთავარია, რომ ზუსტად იმ ვადებში გამოვეცით, როგორც დავთქვით! და კიდევ უფრო მთავარია, რომ გამოვიდა დღეს – ზვიად გამახურდიას დაბადების დღეს! ჟურნალი ხომ მის ლიტერატურულ მოღვაწეობას ეხება. ჯერ მხოლოდ გარეყდის ფოტოსურათი მაქვს და მასზე მოგახსენებთ: ეს გახლავთ, ანდრო ვეკუას ინსტლაცია, რომლის თანახმადაც სახლიდან გამოძევებულია მხოლოდ ტანი, ხოლო თავი ( საზრისი, გონი, აზრი) ისევ სახლშია! სხვათაშორის, ეს ვეკუების სოხუმის სახლის მაკეტია, სადაც არაერთხელ მინახავს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.
პირველი პრეზიდენტიც ხომ დევნილი იყო ,,რიწასავით” საკუთარი სახლიდან, ქვეყნიდან და ,,აფსუა აბაადან” (აფხაზეთში, ლიძავაში გამსახურდიების სახლის სახელი) ამიტომაც, სწორედ ეს ინსტალაცია შევარჩიე, მიმაჩნია, რომ ის საუკეთესოდ გამოხატავს ჟურნალის სულისკვეთებას! კორონას რომ გადავაგორებთ, საშუალება გვექნება შევხვდეთ ერთმანეთს სხვადახვა სივრცეში და ვიმსჯელოთ, ჟურნალში დაბეჭდილი ძალიან კარგი ავტორების არაჩვეულებრივ შემოქმედებაზე და რასაკვირველია, თავად ზ. გამსახურდიას კრიტიკას, ლექსებსა და თარგმანებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ! გახარებული ვარ, მგონია, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ძალიან დიდი მისია შევასრულე . არაფერმა შეგაშინოთ – ყველა ოცნება ახდენადია!”.
ჟურნალი გამოდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის მხარდაჭერით.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“