12 ივნისს, ჩაის სახლში ჟურნალ “რიწის” 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალის ახალი ნომრის თემაა: ექიმები, რომელშიც ამოიკითხავთ ძალიან საინტერესო მოგონებებს, გზას აფხაზეთიდან კოვიდ პანდემიამდე,
ასევე ახალ ნომერში გაეცნობით დებიუტანტ, ახალგაზრდა ავტორებს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით კი გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო.
წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე, ჟურნალი მკითველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა.