ქალაქ ბათუმში, ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ორ ქალაქს სოხუმსა და ბათუმს ეძღვნება.
შეხვედრას აფხაზრთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთ სააგენტოს დირქტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით კი გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა, როგორც ქართველი ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები.
წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე, ჟურნალი მკითველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა.