დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

“სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება” პროექტის ფარგლებში, წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა
ხუთშაბათი, der 18. ივნისი 2020
by

“სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება” პროექტის ფარგლებში, წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა

სსიპ “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” “სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრების” პროექტის ფარგლებში, წყნეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში აფხაზეთიდან დევნილ ბავშებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა შენგელიამ, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ ბავშებს სიმბოლური საჩუქრები და სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ გამოცემული ჟურნალები გადასცა.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული “გარემოს გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს” წარმომადგენლები ბავშვებს გარემოს დაცვასთან დაკავშორებულ საკითხებზე ესაუბრნენ და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.

Share: