პროექტის „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ ფარგლებში ანაკლიაში შემეცნებითი ტური გაიმართა
აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, პროექტის „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ ფარგლებში ანაკლიაში შემეცნებითი ტური გაიმართა.
აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სკაუტინგის, გუნდური მშენებლობის, ბუნებასთან ერთად თანაცხოვრების პოპულარიზაცია და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება როგორიცაა: გუნდურობა, კრეატიული აზროვნება, პირველადი დახმარება, ლიდერობა და ა.შ.
ტურის დასასრულს მონაწილეებს ეცოდინებათ სალაშქრო ინვენტარის პრაქტიკაში გამოყენება, ლაშქრობის დაგეგმვა და უსაფთხოებისთვის აუცილებელი პირობები.
ლაშქრობის პარალელურად მოეწყო დასუფთავების აქცია, სადაც ახალგაზრდებმა ტყის მასივი, ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.