დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა
პარასკევი, der 13. ნოემბერი 2020
by

პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა

შერატონ გრანდ თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, კულტურის სპორტის და ახაგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.
პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის გაგვეცნო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ჟურლან „სითისა“ და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ონლაინ პლატფორმებზე ( ვებ-გვერდზე, ფეისბუქზე და ა.შ).
კონკურსის შედეგად შეირჩა საუკეთესო, საინტერესო ისტორიის მქონდე ათი გმირი. შერჩეულ გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდგომში გამოქვეყნდება ჟურნალ „სითიში“, ასევე განთავსდება გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებ-გვერდზე.
„მე აფხაზეთისთვის“ პროექტი ყოველწლიურ სახეს მიიღებს და ყოველ წელს შერჩეული იქნება ათი ახალი გმირი.
დასკვნით საღამოზე ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მარქსის ქუჩა #12” ჩვენება გაიმართა, რომელიც ევროპული კინოდაჯილდოვების კანდიდატია.

Share: