პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“ ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ არსებულ ერთ-ერთ ბავშვთა სახლს საახალწლო საჩუქრები გადაეცა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“ ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ არსებულ ერთ-ერთ ბავშვთა სახლს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
ახალგაზრდებს საჩუქრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ გადასცეს.
თავშესაფრში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“ მონაწილე დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სპეციალურად მათთვის შექმნილი საახალწლო ხელნაკეთი ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვთა თავშესაფარს ნაძვის ხე და საახალწლო ნობათი გადაეცა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუამ იზრუნა.