კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა.
დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „ალადინი“ აჭარაში მცხოვრები სამოცამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა დაესწრო, რომელთაც სპექტაკლის დასრულების შემდგომ კომპანია „კარფურისა“ და „ბიბლუსის“ მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.