ნინო ლაცუზბაიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი ნორჩი მხატვრის, ნინო ლაცუზბაიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და დალი მუხაძისა და ნუნუ ჯანელიძის საბავშვო წიგნის, „ხატულა ლექსები“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულის წარდგენა დატვირთული იყო სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობებით. საღამოს დასასრულს პატარებისთვის, სახალისო ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, მონაწილეებს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.