მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17-19 მაისს ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში.
ტურნირის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი: ხმალში, რაპირა, დაშნა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებიც იღებდნენ.
შეჯიბრის მიზანია, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და შემდგომი განვითარება, საერთაშორისო ტურნირებში აფხაზეთის სახელით პერსპექტიული სპორტსმენების გაგზავნა. საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.