დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

„მე აფხაზეთისთვის“ – 2023 დაჯილდოება გაიმართა
ორშაბათი, der 18. დეკემბერი 2023
by

„მე აფხაზეთისთვის“ – 2023 დაჯილდოება გაიმართა

„თბილისი მერიოტში“ პროექტის, „მე აფხაზეთისთვის“ – 2023 დაჯილდოება გაიმართა.
„მე აფხაზეთისთვის“ აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება.
ყველასთვის კარგად ნაცნობი პროექტის მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. შერჩეულ გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდგომში გამოქვეყნდება ჟურნალ „სითიში“.
„მე აფხაზეთისთვის“ ყოველწლიურ სახეს ატარებს და შერჩეულ გმირებს, საგანგებოდ ამ პროექტისთვის მომზადებული, სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
„მე აფხაზეთისთვის“ 2023 ნომინანტები არიან:
• ვიკა კალანდია – მსახიობი;
• ჯანო იზორია – თეატრისა და კინოს მსახიობი;
• დათო კაკულია – პიანისტი, კომპოზიტორი;
• თეა თოფურია – ჟურნალისტი, მწერალი;
• გიორგი დგებუაძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი;
• ეკატერინე ჯალაღონია – რესტორატორი;
• ნინო ქარდავა – ექიმი სტომატოლოგი;
• ლევან ბერულავა – ROOMS ჰოლდინგის მმართველი დირექტორი;
• თარაშ პაპასქუა – საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში;
• გიორგი დარცმელია – რესტორატორი;

Share: