დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

მესტიაში მცხოვრები აფხაზეთდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სპექტაკლის „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ჩვენება მოეწყო
პარასკევი, der 10. ივნისი 2022
by

მესტიაში მცხოვრები აფხაზეთდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სპექტაკლის „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ჩვენება მოეწყო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქემთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია სპექტაკლით „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“.
 
ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ ერთ-ერთი წარმატებული პიესაა, რომელიც გამოირჩევა მაყურებლის სიმპათიით. სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრია, ზღაპრული ესთეთიკით, სადაც სიკეთე, სიყვარული, თავგანწირვა ერთნაირად იწვევს სიცილს, ცრემს, ღიმილს და უამრავ დადებით ემოციას.
 
ჩვენება აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის გაიმართა.

Share: