0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ იწყება!
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტია, რომელიც წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მეოთხედ განხორციელდება.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა აფხაზეთზე, მოვუყვეთ ისტორიულ-კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა მწერალ ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი (რედაქტორი: ინა არჩუაშვილი; კონსულტანტი: ირმა ბერიძე; მხატვარ-ილუსტრატორი: მამუკა ტყეშელაშვილი) “ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ – ახალ თაობას ისტორიული კონტექსტების გათვალისწინებით ველაპარაკოთ მშვიდობის ფასეულობაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს (სკოლის მოსწავლეებს), რომელთაც რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი ლიტერტურული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე.
საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
საკონკურსო განახცადებიდან კონფიდენციალური ჟიური 10 კონკურსანტს შეარჩევს, რომელთა ვინაობაც 23 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებთან ერთად ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ მწერლებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში, უნდა შექმნან მხატვრული ნაწარმოებები, რომელიც კონკურსის დასასრულს წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.