დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია!
ორშაბათი, der 5. სექტემბერი 2022
by

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია!

ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ სამკაციანმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მწერლები, ინა არჩუაშვილი, გიორგი კაკაბაძე და ირაკლი შამათავა  ფინალური ტურის მონაწილე 10 მოსწავლე გამოავლინა:

  1. ამანდა ბოლქვაძე;
  2.  ანა ერისთავი;
  3. ნინო ბარამაშვილი;
  4. მარიამ წიწრიაშვილი;
  5. მარიამ თუთბერიძე;
  6. ნინო აბესაძე;
  7. ნინო რუხაია;
  8. სალომე გამისონია;
  9. სესილი ერაგია;
  10. ქრისტინე ქაშიბაძე;

ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ, რომელიც სექტემბრის ბოლოს ანაკლიაში გაიმართება. დაგეგმილ წერით სესიაზე მოსწავლეები ჟიურის წევრებთან ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.

იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტებმა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნან ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დასკვნით ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

ლიტერატურული კონკურსის  „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“  მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ  მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.

კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი და კავკასიის უნივერსტეტი.

Share: