კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს აპლიკანტთა მიღებას სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ჭიდაობა (ბერძნულ-რომაული და თვისუფალი სტილის), მძლეოსნობა, ძალოსნობა, კალათბურთი, ფარიკაობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 8 დან 14 წლის ჩათვლით ბავშვებს. სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაწევრიანების მსურველთა შერჩევა მწვრთნელების მიერ, სინჯების შედეგად განხორციელდება.
რეგისტრაციისათვის აუცილებელია შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.