„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და „ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის“ ერთობლივი ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, 17 დან 22 წლამდე ასაკის ოცდაათი გოგონასათვის შემეცნებითი მასტერკლასი გაიმართა.
სემინარი კოსმეტოლოგიაში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს შეეხებოდა, რომელიც გოგონებს, “ესთეტიკური სილამაზის ლაბორატორიის” დირექტორმა ნინო ქირიამ გააცნო.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის “კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი” ლიკა კვარაცხელია ესწრებოდა.