დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის ახალგაზრდული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება
სამშაბათი, der 20. დეკემბერი 2022
by

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის ახალგაზრდული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

19 დეკემბერს ახალგაზრდული მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა.

Share: