დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

კონკურსი “შემოქმედებითი ზაფხული“ დასრულდა
ხუთშაბათი, der 24. სექტემბერი 2020
by

კონკურსი “შემოქმედებითი ზაფხული“ დასრულდა

კონკურსი “შემოქმედებითი ზაფხული“ დასრულდა.
„შემოქმედებითი ზაფხული“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი პროექტია.
კონკურსის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა თემებზე: “მე ევროპელი” და “მომავლის აფხაზეთი” შექმნეს ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები.
კონკურსანტებს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ჟურნალ “იალქნის” რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ჟურნალ” იალქნის” რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ და კონკურსანტებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მონაწილეებს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა სიმბოლური საჩუქრები და სიგელი გადასცა.

Share: