ზუგდიდში მცოხვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა
5 ივნისს კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში მცოხვრები აფხაზეთიდან დევნილი 12-14 წლის ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა.
ლაშქრობა ხობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ პაპანწყვილში შედგა, სადაც სამეგრელოს სკაუტური ორანიზაციის მხარდაჭერით, სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები გაიმართა.
აქტივობები მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს.
გავლილი ტრენინგების და აქტივობებში მონაწილეობის შედეგად მონაწილეს ეცოდინებათ: ჯანსაღ გარემოში თავისუფალი დროის გატარება; კომუნიკაციის დამყარება და სხვისი აზრის პატივისცემა; შეძლებენ სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზებას; იცხოვრონ ბუნებაში და გაშალონ კარავი; ეცოდინებათ თვითგადარჩენის პრინციპები;
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშირისო დღეა, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, შემეცნებითი ტურის პარალელურად, ახალგაზრდები პაპანწყვილში დასუფთავების აქციაშიც ჩაერთნენ და ტერიტოტია დაბინძურებული ნარჩენებისგან დაასუფთავეს.