პირველი შეხვედრა 21 ივნისს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები.
2022 წლის „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი უპირატესობები.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ, სადაც გაეცნენ ილია ჭავჭავიძის მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სახელოვანი წინაპრები, სწორედ ევროპასთან ინტეგრაციაში ხედავდნენ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზას.
აღნიშნული სემინარები შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ მეტი ინფორმაცია ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
პროექტი, ასევე მიზნად ისახავს საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სხვადასხვა რეგიონის/მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ. სწორედ ამიტომ, ტრადიციულად, პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.
„ევროპული არდადეგები“ აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მესამე წელია ტარდება და მთელ საქართველოს მოიცავს.